შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აღარ გახსოვს

აღარ გახსოვს ის დღეები
მე კი მახსოვს ყველა
ყვითელ-მწვანეში ველები
ჯერ კიდევ არ ბნელა,
აღარ მღერი მხიარული
მე ვღიღინებ ყველგან,
წესად მექცა სიარული
ხმაც ჩამესმის შენგან,
აღარ ცეკვავ მთელი გულით
მე გიჟივით ვროკავ,
იატაკზე ვდგავარ მუხლით
ვნებებს ძლივსღა ვთოკავ,
აღარ ტკბები ნატვრის მზერით
მზე რომ ჩადის ზღვაში
ყვავილს ვხედავ მისი ცქერით
ჩარგულს შენს შავ თმაში,
და ამ გრძნობებს სად ინახავს
გული გკითხავ, ვბედავ,
ეს სიზმარიც არ გინახავს
მე ყოველ ღამ ვხედავ.
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →