შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ძვირფასო თამარ!

ძვირფასო თამარ
ხესავით გამხარ
ფერფლივით დამწვარ
თოვლივით გამდნარ
მიწაზე დგახარ!
მე კი აქ ვდგავარ
შენს პასუხს ველი,
იმგვარს თუ ამგვარს!
ველი და ვდგავარ!
შორიდან ჩანხარ
და ოთახს გამთბარს
ხეს მყარად დამდგარს
ქარიშხალს ჩამდგარს
და ლამაზ ზღაპარს
ამ ბნელში ჰგავხარ!
მე კიაქ ვდგავარ,
შენს პასუხს ველი
იმგვარს თუ ამგვარს!
ველი და ვდგავარ!
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →