შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იმ გოგოს

იმ გოგოს თვალი მოვკარი
მზერა ამაყი, ჭკვიანი,
თმები მფრინავი ზეცაში
ვითარ ოცნება ფრთიანი,
ტუჩები გაგიხარია
როგორც ზაფხული ზღვიანი,
მკერდი ლაღი და საამო
ვით თაფლაკვერი რძიანი,
ის გოგო დაქრის ქარივით,
ნორჩი, კენარი, მზიანი,
ზოგჯერ კრთომითაც კისკისებს
მთის სალამური ხმიანი,
ეს გოგო აღარ მასვენებს,
როგორც ველს თოვლი წყლიანი
და მაცდურია ვითარცა
ოქროს ბეჭედი თვლიანი,
ამ გოგოს ასე ვუთხარი
თუ გსურს არ გავხდე ზნიანი,
გთხოვ, მაკოცნინენე ამ ერთხელ
გავხდე ბედნიერ სვიანი.
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →