შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ასეთ ქალს!

ასეთ ქალს რომ შეხვდი ღამით
მზემ გაჩუქა, ალბათ, წამით,
ასეთ ქალს რომ ხელს ჰხვევ წელზე
მერე გაგსვან თუნდაც ძელზე,
ასეთ ქალს რომ ჰკოცნი ყელზე
ქარიც დგება გაშლილ ველზე,
ასეთ ქალს რომ უხსნი პერანგს
შეშურდება კარგს და ვერაგს,
როცა ჰკოცნი ხარბად ტუჩებს
ჰგავხართ განათებულ ქუჩებს,
როცა კალთას რიდით ჯდება
სიმწრით მთვარე ატირდება,
როცა შიშველ მკერდით გეკვრის
სიტყვას ყურში კვნესით გეტყვის,
მაშინ უძღვნი მადლობას მზეს
რომ აგყარა ბორკილი ტყვეს!
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →