შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სხვა არაფერი

ჩემთვის დილის ხარ ნამი,
მარადისობის წამი,
როცა შენ გნახავ იმ დღეს
თაყვანს გცემ როგორც მზის კერპს,
თუ ხმა მომესმა შენი
ჩემთვის არს ზეცის ძღვენი,
ერთხელ კი ზღვაზეც გნახე
ჩემს თავს დავუგე მახე,
მე შენს ფერებად მოვრთე
ოცნების სახლი ბორცვზე.
მოკლედ საქმეა ასე
გული შენით არს სავსე,
შენ არსებობაც არა
არ იცი ჩემი თვარა,
მადლობას მაინც მეტყვი,
სხვა არაფერი, ეგ ვთქვი.
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →