ჩანაწერი
Laravel
მზერა ისე ამარიდე
მზერა ისე ამარიდე, თითქოს ლანდი იხილე,
მერე მკვეთრად შეტრიალდი და იჩინე სიფრთხილე,
უცებ ცისკენ აიხედე, ციდან მე არ მოვსულვარ,
გვერდიც ისე ამიქციე, თითქოს არც ვარსებულვარ, ნაცნობებთან მდგომი დიდხანს იღიმოდი გულწრფელად,
მაგ ღიმილში წავიკითხე, ყველას მივხვდი უთქმელად, თუმცა ზურგით იდექ მაგრამ შენი სახე წინ მედგა,
ნეტავ რა დროს? ნეტავ რატომ? ეს სცენარი ვერ შედგა? მხოლოდ ერთხელ მოტრიალდი, გამომხედე მალულად,
მარტო მთვარემ შეგვამჩნია, მთვარე გვედგა მსაჯულად,
გულში მკიცხე და განმსაჯე, თვალთ ნაღველი გეფინა,
შენმა მზერამ გამაოცა, ეს რამ გაფიქრებინა?
დანი ადამელია

კომენტარი
0