შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მეფე

წუხელ სიზმარში შემომხვდა ლანდი
მეფე მიწოდე ასე მიბრძანა
ვიკითხე მაინც ვინა ხარ მეთქი
გალაკტიონი შემომითვალა

აიჭრა ცაში მშვენიერებით
სცადა გაფრენა უფრთოდ მყოფელმა
მწარე დაცემა იგემა უცებ
დაგვტოვა სახტად წუთისოფელმა

ფრთები არ ჰქონდა მაგრამ გაფრინდა
ბოლომდე მაინც არსად წასულა
გვირგვინი ისევ ამაყად ადევს
და თითქოს დარჩა უკვდავ წარსულად

შეისისხლხორცა პირშავმა მიწამ
არ დაენანა ქვეყნის მგოსანი
ვერ დააკავა ვერც ვერაფერმა
მაინც მიფრინავს უფრთო ფრთოსანი
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →