შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სინანული

მეგონა თურმე მყარად ვიდექი
გამომეცალა მიწა ფეხიდან
აღმომხდა ბოლო ოხვრა მომაკვდავს
და დამაგორეს მწვანე ფერდიდან

სადაც მეგონა სახლი დავიდე
თურმე შიგნიდან ეჭვმა შეჭამა
აღარ მაქვს კარი აღარც სათივე
მაგრამ მაქვს სევდა სევდამ შემჭამა

ვგდივარ მინდორზე სული მეცლება
მე კი ხელებით ვებღაუჭები
არ მინდა მოვწყდე მე ამ ქვეყანას
სიკვდილი არ მსურს ვებღაუჭები

სიკვდილი არ მსურს არ მსურს არმინდა
არ მინდა მკლავდეს სევდა მარადი
მე მინდა მოვკვდე სიმღერ სიმღერით
და ვიყო ატმის კვირტი მარადი
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →