შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მინდობილი

ბათუ შულაია 1 წლის წინ
ვაგლახ, რაც ვჰქმენი მარტომან,
საქმედ შემექმენ უ_კვალო.
შენს მოიმედედ თუ ვშვრები,
შენვე მწინამძღვრობ უფალო.

*****

ათასს მოვიწევთ განგებად,
ათასს გზას ვნახავ ოცნების.
თავს მარტოდ შემძლეთ მივითვლთ
და მარცხიც დიდი მოგველის.

*****

რად დავივიწყეთ უფალო, ყოველი გავლა გზისანი, რომ მხოლოდ შენი მოშურნის
ჭეშმარიტია მიზანი.

*****
ვითარ განსდიდდნენ უსიტყვოდ საქმენი შენნი უფალო?
შენ წარმიმართე სული და
ხორციც მან მართოს უფალო.
შ.ბათუ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →