ჩანაწერი
Laravel
ქვათა ღაღადისი
მემორი
* * *
მე მაკრთობს, ქვათა უხმაურო სხვა ღაღადისი...
და ცივი მზერა -მომართული ჩვენსკენ, ნატყორცნი.
რა არის ნეტავ, ქვეყნად მათი გზის დასაწყისი,
გადასროლამდე ხელს რომ გვრჩება კვალი ქვათ კოცნის?!
ნუთუ არ ძალუძთ, შეხებამდე ამოთქვან რამე,
ან უნებობას, რად ითმენენ საკუთარ ყოფის?!
არიან უტყვი დარაჯები -დღისა და ღამის,
რად არ იმჩნევენ, მიწად შთენილთ, მზე რომ არ ჰყოფნით!
საკუთარ ფიქრებს, გზებზე ისე შეგვახვედრებენ,
თითქოს არ იყოს, ყველა, ჩვენი სულის წვალება .…
რაშიც ვარსებობთ, რომ ის არის ჩვენი ვედრება,
ვით კუს ბაკანი, ჩვენვე დაგვაქვს გარდაცვალება!
,,ერთღერ"სიცოცხლეს, ქვათა მუდმივ მდუმარებაში,
გადახრილს ქარით, თავაღერილს, საკუთარ წონით,
მუდმივი ბჭობით და ჩვენს მესთან, ჩვენივ რევანშით-
გვამცნობენ ქვები- ქვის ლოდს კენჭიც გადაიწონის!

და ცივი მზერა მომართული ჩვენსკენ ნატყორცნი.

კომენტარი
0