ჩანაწერი
Laravel
ამიფრინდა მინდვრიდან
ამიფრინდა მინდვრიდან ჩიტი-გვრიტი პაწია!
გაზაფხულზე აპრილი - „თეთრი კულმინაცია",
მარტმა ისევ დახურა ძველი
კარაბადინი,
სურნელება კვირტების სულზე კაბად მაცვია,
თეთრად ღუის ტყემლის ხე სამშვიდობო მანდილით!
ამიფრინდა მინდვრიდან ჩიტი-გვრიტი პაწია,
ბალახს ნამი დაუფრთხა, დაეკიდა საყურედ...
სიხარულმა დამინთო გულში გაწამაწია,
მზე თვალს მჭრის და მე მაინც იმ ჩიტი-გვრიტს გავყურებ.
შემომენთო სულში მზე და ღაწვებზე ალმური,
გულისცემა წინ მისწრებს, ვერ ავუწყე ნაბიჯი,
გულში დამჭრა აპრილმა მისივე სიყვარულით,
თუ დავურჩი ამ აპრილს,
რაღა მიჭირს მაისში?!
...
ამიფრინდა მინდვრიდან ჩიტი-გვრიტი პაწია,
ბალახს ნამი დაუფრთხა, დაეკიდა საყურედ,
სიხარულმა დამინთო გულში გაწამაწია,
მზე თვალს მჭრის და
მე მაინც... იმ ჩიტი-გვრიტს გავყურებ!
გაზაფხულზე აპრილი - „თეთრი კულმინაცია",
მარტმა ისევ დახურა ძველი
კარაბადინი,
სურნელება კვირტების სულზე კაბად მაცვია,
თეთრად ღუის ტყემლის ხე სამშვიდობო მანდილით!
ამიფრინდა მინდვრიდან ჩიტი-გვრიტი პაწია,
ბალახს ნამი დაუფრთხა, დაეკიდა საყურედ...
სიხარულმა დამინთო გულში გაწამაწია,
მზე თვალს მჭრის და მე მაინც იმ ჩიტი-გვრიტს გავყურებ.
შემომენთო სულში მზე და ღაწვებზე ალმური,
გულისცემა წინ მისწრებს, ვერ ავუწყე ნაბიჯი,
გულში დამჭრა აპრილმა მისივე სიყვარულით,
თუ დავურჩი ამ აპრილს,
რაღა მიჭირს მაისში?!
...
ამიფრინდა მინდვრიდან ჩიტი-გვრიტი პაწია,
ბალახს ნამი დაუფრთხა, დაეკიდა საყურედ,
სიხარულმა დამინთო გულში გაწამაწია,
მზე თვალს მჭრის და
მე მაინც... იმ ჩიტი-გვრიტს გავყურებ!
Laravel
კომენტარი
0