ჩანაწერი
Laravel
მანძილი
მანძილი...
თეთრი ტეხილები,
მეწამული სივრცე,
ფიქრის აპოგეა -
ჩემს სიშიშვლეს იცმევს!
სული გაფრენილი,
წამით - სხეულს იქეთ,
ვერცხლის შალაშინი,
დროებასთან მყიფე....
დაშრეტილი ავზი -
ეროზიით სავსე,
რაღაც შორეული ,
ნაცნობს მივამსგავსე...
გადამტყდარი სიტყვა -
ვერტიკალში ისრით;
თოკი გაკვანძული
უსხეულო კისრით...
მარმაშები გიშრის
ყელსაბამზე შლილი...
შორი აპოგეა,
ახლოს გადაშლილი...
საფარველი სულის
წამზე ხანმოკლეა...
მეწამული ცა და
თეთრი აპოგეა!
...
თეთრი ტეხილები,
მეწამული სივრცე;
ფიქრის აპოგეა -
ჩემს სიშიშვლეს იცმევს!
ხათუნა წიქორიძე
თეთრი ტეხილები,
მეწამული სივრცე,
ფიქრის აპოგეა -
ჩემს სიშიშვლეს იცმევს!
სული გაფრენილი,
წამით - სხეულს იქეთ,
ვერცხლის შალაშინი,
დროებასთან მყიფე....
დაშრეტილი ავზი -
ეროზიით სავსე,
რაღაც შორეული ,
ნაცნობს მივამსგავსე...
გადამტყდარი სიტყვა -
ვერტიკალში ისრით;
თოკი გაკვანძული
უსხეულო კისრით...
მარმაშები გიშრის
ყელსაბამზე შლილი...
შორი აპოგეა,
ახლოს გადაშლილი...
საფარველი სულის
წამზე ხანმოკლეა...
მეწამული ცა და
თეთრი აპოგეა!
...
თეთრი ტეხილები,
მეწამული სივრცე;
ფიქრის აპოგეა -
ჩემს სიშიშვლეს იცმევს!
ხათუნა წიქორიძე
Laravel
კომენტარი
0