შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პატარაობა არ მაპატიე!

პატარაობა არ მაპატიე!

შენ, შემოდგომა გეცვა მანტიად,
მე კი, გაზაფხულს ვუთვლიდი ფერებს...
პატარაობა არ მაპატიე, რადგან დიდობა, ვერ შევიფერე!

მე, ჩიტებს ვნატრობ მარად, მართობდნენ,
შენ, ბუდეს არღვევ, სახლის- დირეზე...
ღმერთმა თუ იცის,მხოლოდ, მარტოდენ,
რომ ყვავილები დამიტირებენ...

მე აქეთ მყოფიც, იქით ვიღვიძებ,
შენ ყველა დროში ეძებ, დროს- მყოფადს...
ძილად მაქვს მარად-ჩემი სიფხიზლე
და სასიცოცხლოდ- სიცოცხლე მყოფნის!

შენ, შემოდგომა გეცვა მანტიად,
მე კი, გაზაფხულს ვუთვლიდი ფერებს...
პატარაობა არ მაპატიე, რადგან, დიდობა ვერ შევიფერე!

ხათუნა წიქორიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →