შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

განმეორება

განმეორება...

ფეხისწვერებზე შემაღლებული
შემოდიოდა ოთახში დედა-
მძინარეს, შუბლზე- თბილი ტუჩებით
შემეხებოდა, მერე მტოვებდა.
შემოკეცილი დედის ხელებით- საბანი უფრო მათბობდა მე და...
მიყვარდა ფიქრში და ოცნებებში, სიმყუდროვეში განმარტოვება.

...მერე მეც, მუდამ, ფეხის წვერებზე მოსიარულე ვუვლიდი შვილებს
და რომ გეკითხათ მათთვის, რომელი, დედა თუ მამა უყვარდათ უფრო,
ღიმილით- ერთურთს გადახედავდნენ და... მოაფენდენ ირგვლივ მზის სხივებს,
გეტყოდენ -,,მამა გენერალია" დედა -ანგელოზს უფრო ჰგავს, უფრთოს...

ფეხისწვერებზე შემაღლებული შემოდიოდა ოთახში დედა!
მასზე მაღალი და მასზე თბილი, სიზმარშიც არვინ დამსიზმრებია...
ყველა პატარა,-გულს ნახუტები, მერე თვითონვე მშობელი ხდება,
...მერე შვილები- შვილიშვილებთან, იხსენებენ და...ასე ჰყვებიან:

ფეხისწვერებზე შემაღლებული შემოდიოდა ოთახში დედა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →