შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოდილიან!

მოდილიანს!

ახლა რომ გელოდო, ხომ ცრუ ლოდინია,
მე, ამ საუკუნეს, შენ კი, წინას შერჩი,
მასალებს დავეძებ, შენსას, მოდილიან
და დღეს დავრწმუნდი, რომ შენ ვერავინ შეგცვლის!
ისე შემიჩვია შენმა ისტორიამ-
მეც, იმ დუქნებში ვარ თითქმის ეს დღეები...
ვისკმა, მერამდენედ გადაგიყოლია,
მერე გადამთვრალი, მოლბერტს ეფერები...
ახლა შენ რომ იყო, აქ ჩემს სიახლოვეს...
ალბათ დავიბნევი, თუმც ცრუ ლოდინია...
და თუ ზმანებებმაც, ვეღარ მიმატოვეს-
მეც ,გაგიშიშვლდები ჩემო მოდილიან!
,,სულში ჩამხედავდი" იცი? გაოცებით,
ტილოს დანამავდა- გაზაფხულის სუნი...
მერე, მაგ თითებზე ისე გაკოცებდი
აღარ ექნებოდა ხატვას დასასრული!

ხათუნა წიქორიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →