ჩანაწერი
Laravel
პირველი სიყვარული- მოდილიანი!
პირველი სიყვარული- მოდილიანი!
იდგა აგვისტო-ცხელი ქარებით,
კორკიმლებს ეცვათ ტანზე ალმური,
ფიქრები შენთან მიუკარები-
იყო , თითქოს და ... ოდენ, ქალური.
უნთებდა მთვარე შვეულთა წყობას-
მოპირდაპირე კედელს - ალებად...
ოთახი სთვლემდა ჩემს მარტოობას,
აბატონებდა - იდუმალებას!
განა ვნებები შუახნის მდედრის?!
თექვსმეტიოდე წლის გოგოს ფიქრში,
გრძნობებს უწესა, ვინ, უფლებები,
როცა სხეულში თავისით იშვი...
რა,ასკდებოდა ტანზე აგვისტოს,-
მეწამულ ფერად კარალიოკი...
ვით იისფერი- წრფელ ამეთვისტოს-
ქარი ლოშნიდა ველებს, ხრიოკებს...
განა, ხორციელ, ვხედავდი თვალით,
ანდა ველური იყო ზმანება?!
მიყვარდა მზერა- მოდილიანის
და მისი ნიჭის იდუმალება!
აგვისტო დუღდა აქ მეთექვსმეტედ
ჩემში და... ჩემგან აღქმულ ზმანებით...
მიყვარდა იგი,იმაზე მეტად,
ვით სისპეტაკე მიუკარები!
იდგა აგვისტო-ცხელი ქარებით,
კორკიმლებს ეცვათ ტანზე ალმური,
ფიქრები შენთან მიუკარები-
იყო, თითქოს და... ოდენ, ქალური.
...და მერამდენედ იშვა რამ გრძნობა,
გინდ დამალული , გინდა ხმიანი...
არსად წასულა ჩემი ბავშვობა
და დღემდე მიყვარს- მოდილიანი!
Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli
იდგა აგვისტო-ცხელი ქარებით,
კორკიმლებს ეცვათ ტანზე ალმური,
ფიქრები შენთან მიუკარები-
იყო , თითქოს და ... ოდენ, ქალური.
უნთებდა მთვარე შვეულთა წყობას-
მოპირდაპირე კედელს - ალებად...
ოთახი სთვლემდა ჩემს მარტოობას,
აბატონებდა - იდუმალებას!
განა ვნებები შუახნის მდედრის?!
თექვსმეტიოდე წლის გოგოს ფიქრში,
გრძნობებს უწესა, ვინ, უფლებები,
როცა სხეულში თავისით იშვი...
რა,ასკდებოდა ტანზე აგვისტოს,-
მეწამულ ფერად კარალიოკი...
ვით იისფერი- წრფელ ამეთვისტოს-
ქარი ლოშნიდა ველებს, ხრიოკებს...
განა, ხორციელ, ვხედავდი თვალით,
ანდა ველური იყო ზმანება?!
მიყვარდა მზერა- მოდილიანის
და მისი ნიჭის იდუმალება!
აგვისტო დუღდა აქ მეთექვსმეტედ
ჩემში და... ჩემგან აღქმულ ზმანებით...
მიყვარდა იგი,იმაზე მეტად,
ვით სისპეტაკე მიუკარები!
იდგა აგვისტო-ცხელი ქარებით,
კორკიმლებს ეცვათ ტანზე ალმური,
ფიქრები შენთან მიუკარები-
იყო, თითქოს და... ოდენ, ქალური.
...და მერამდენედ იშვა რამ გრძნობა,
გინდ დამალული , გინდა ხმიანი...
არსად წასულა ჩემი ბავშვობა
და დღემდე მიყვარს- მოდილიანი!
Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli
Laravel
კომენტარი
0