შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვისღა ვენდო?!

როგორ ვენდო ცას?
წვიმის ფერი სახე აქვს,
მზის სხივი კი შიგ აღწევს,
განა გაუმტარია?

ვენდო მხოლოდ ღმერთს,
მართალს და ერთს,
მაღალსა და ჩემს.
მხოლოდ ღმერთს.

როგორ ვენდო ტალახს,
რომლსაც დიდი ძალა  აქვს.
ადამიო და ადამიანიო,
გაიძახიან და ბღალავს მას.

განა ვენდო მთვარეს,
სავსესა და მტანჯველს,
ფიქრებთ გაუგონარ ნაღველს,
თვით მეფე გალაკტიონისა მფარველს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →