ჩანაწერი
Laravel
ვერლენი პოლ - მუსიე პრიუდომ
ჭკუადამჯდარი, მერია და ოჯახის მამა.
მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.
უტყვი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს
და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.
მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც მთვარე ართობს,
არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა.
ან მობიბინე მდელოს რა აქვს საერთო მასთან?!
მუსიე პრიუდომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:
სურს, ქალიშვილი მიათხოვოს კაცს ნამუსიანს,
მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოსს, ვიღაც მუსიეს.
რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია -
ამ უქნარა და დაუვარცხნელ ხეპრეთა ურდოს
უფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს.
და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.
1863
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
"ლიტერატურული გაზეთი", სექტ-ოქტ 2012
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015
"პოეტური თარგმანის ანთოლოგია" 2017

კომენტარი
0