შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რემბო არტურ - განცდა

როცა ზაფხულს საღამო გადაღებავს ლურჯებით
და ბალახი თავთავთა გასათელად მიმიშვებს,
შევუყვები გრილ ბილიკს, ტერფით შევეურჩები
და ნიავქარს მივუშვერ ჩემი შუბლის სიშიშვლეს.

დავდუმდები და ფიქრიც მიმატოვებს მოშურნე,
მხოლოდ, თხემით ტერფამდე, სიყვარული მომიცავს,
გავიჭრები შორი-შორ, ვით სიმღერა ბოშური,
ლაღი - როგორც საყვარელ ქალთან სეირნობისას.

1870

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2011", დიოგენე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →