ჩანაწერი
Laravel
თითი
იგი მოიჭრა ჩემთან სკვითივით,
მღვრიე თვალებში ეჯდა ავაზა.
და აუვარდა, უცებ, ქვითინი
და სიყვარული შემომთავაზა.
მე გამივარდა გული მეხივით
და სივრცეებში გადაიფანტა...
სხვა რა შემეძლო ქვეყნად მეხილა -
ჩემ წინ, მტირალი, იდგა ინფანტა!
მზეს გაუსწორდა ჩემი აზარტი,
უსასრულობით თავგზა ამებნა
და... მე დავიწვი თითი ასანთით
და გავუწოდე დასაამებლად.
"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
მღვრიე თვალებში ეჯდა ავაზა.
და აუვარდა, უცებ, ქვითინი
და სიყვარული შემომთავაზა.
მე გამივარდა გული მეხივით
და სივრცეებში გადაიფანტა...
სხვა რა შემეძლო ქვეყნად მეხილა -
ჩემ წინ, მტირალი, იდგა ინფანტა!
მზეს გაუსწორდა ჩემი აზარტი,
უსასრულობით თავგზა ამებნა
და... მე დავიწვი თითი ასანთით
და გავუწოდე დასაამებლად.
"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
Laravel
კომენტარი
0