ჩანაწერი
Laravel
ბავშვი - ჰამლეტი
შენ ისე ფრენდი
ფრთების გარეშე,
რომ თავად ღმერთი
ნახე ქარებში.
წლები ითვალე,
ძველი განა შენ -
მთვარის სიმთვრალის
სუნთქვით გალეშილ
და გაძარცული
მიწის მხარეში
დიდი წარსული
ჩანდა ხვალეში.
შენ ისე მოკვდი
ყველას გარეშე,
სიცოცხლე მოგდევს
სიანკარეში.
ფოთოლცვენობდი ბავშვი - ჰამლეტი,
თითო ფოთოლი იანგარიშე
და დაინახე ზეცის ნაფლეთი
ქუჩის ტალახის სიანგარეში.
შენ ისე ფრენდი
ფრთების გარეშე,
რომ თავად ღმერთი
ნახე ქარებში.
"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
ფრთების გარეშე,
რომ თავად ღმერთი
ნახე ქარებში.
წლები ითვალე,
ძველი განა შენ -
მთვარის სიმთვრალის
სუნთქვით გალეშილ
და გაძარცული
მიწის მხარეში
დიდი წარსული
ჩანდა ხვალეში.
შენ ისე მოკვდი
ყველას გარეშე,
სიცოცხლე მოგდევს
სიანკარეში.
ფოთოლცვენობდი ბავშვი - ჰამლეტი,
თითო ფოთოლი იანგარიშე
და დაინახე ზეცის ნაფლეთი
ქუჩის ტალახის სიანგარეში.
შენ ისე ფრენდი
ფრთების გარეშე,
რომ თავად ღმერთი
ნახე ქარებში.
"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
Laravel
კომენტარი
0