შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სადგურში

წევს ქვაფენილი თეთრი, ანაზდად
გადარეკლილი შუქთა სისუსტით.
აქ შუაღამე ისე განაზდა...
აქ შუაღამე თენებას უცდის.
მუდამ ჩვეული მტრედის ჟივჟივი
შავ ლიანდაგებს დღეს აღარ ამკობს.
ბაქანზე ვიღაც დადის გიჟივით,
დადის გიჟივით და ლაპარაკობს...
და როგორც ყველგან, აქაც არ მივის
მე ძმა და ამან გამანადგურა!
მატარებელი, ვით სული, კივის...
მარტოობაა აქაც სადგურად.

"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →