შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქვა ბაზალტისა

როგორ მინდა რომ შენზე არ ვწერო,
არც ეს ლექსები არც ეს ტექსტები,
მინდა რომ ეს გრძნობა აღარ აღვწერო,
როგორ ვცდილობდი, ახლაც ვეცდები.

შენც ხომ იცი, ფუჭია ცდები,
ხომ იცი წერა რომ მაინც მინდება,
თუმცა გპირდები, მაინც ვეცდები,
ყელში ამოვა, გადამინდება.

კარგი მინდოდა თუმც მექცა ავად,
დინჯი ვაჟკაცი ვიქეც ტყიურად,
ცხოვრება შენს გამო მექცია დავად,
საკუთარ თავთან მარადიულად,

სისხლისგან დაცლილი, ცრემლად დაღვრილი,
მე რაც ვეცადე განსაჯოს სხვამ,
და მე რაც შენს გამო ვნახე გავძელი
დაე ვერ გაძლოს ბაზალტის ქვამ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →