შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიკვდილის მკლავებში

არც კი ვისურვებ მე ზიარებას,
სიკვდილის მკლავებში ნეტარად მყოფი,
ვისურვებ მხოლოდ შენ ბაგედ ყოფნას,
და ეს იქნება ჩემი სამყოფი.

სამყოფი სულეთის დიდებულ ბჭესთან,
გამასამართლებს კვლავ დიდებულად,
და თუ გამკიცხა შენ ნატვრად მყოფი,
არც კი მივიღებ მის სიტყვებს ყურად.

გულს გადავიგლეჯ და დავანახებ,
თუ რა გზა განვლვე ცხოვრების გზაზე,
ჯოჯოხეთსაც კი შევეგებები თუ,
არ იქნა ჩემთვის ადგილი ცაზე.

და შემედაოს ყოველი ღმერთი,
მათაც ვუმტკიცებ შენად სიყვარულს,
და მაინც მჯერა რომ გამიგებენ,
რომ გიგზავნიდი ყვავილს მოპარულს.

და თუ ცას არ არის ადგილი ჩემთვის,
ვერც ზეცა ტკვილს ვერ გამინელებს,
ამაყად შევხვდები შენთვის ნატანჯი,
ბნელეთს ყინულს და სიცარიელეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →