შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ვერ ვიჯერებ, დღეს გიხილე

ვერ ვიჯერებ, დღეს გიხილე,
უცაბედად დაჰკარ ზარი,
გააღვიძე ჩემს ვენებში,
უძველესი ქარიშხალი.

მზე არ ჩანდა, მე ვმზეობდი,
შენ კი მთვარედ გვერდზე მყავდი,
და წყვდიადის მანათობელ,
ჩირაღდნების კონას ჰგავდი.

მე უტვინომ არ ვიცოდი,
მეგონა, რომ ვზივარ ფუჭად,
წამში ხელში გადმომეცი,
სიხარულის დოზა მუჭად.

მაპატიე, შეგაშინე,
თურმე, არც ეს ვიცოდი,
თუმც იცოდე, მე დღეს ღამეს,
ცხარე ცრემლით ვტიროდი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →