შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ძე ღამეული

ცას მთვარე შემოეკედლა,
და ქარმა იწყო ლაშქრობა,
ფიჭვებთ ტოტები უმზერდნენ,
ცის საკიდელზე ლამპრობას.

დინებას ნაკადულისას,
გაჰყვა წარსულის ჰანგები,
ტაბაკონის ტყედ არ ჩანდნენ,
მიცვალებულთა ლანდები.

ვერც ართავოზი ბედავდა,
კლანჭ რომ ეშიშვლა ცაზეა,
ვერც ეშმაკ-ქაჯი, ვერც კრული,
ვერცერთი ქვეყანაზეა.

ნისლის საბანში ფერდგახვეული,
ტყეთა ჩურჩულში, კლდეთა ზანზარში,
იბადებოდა ძე ღამეული,
ქვეყნიერების ბოლო ხანძარში
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →