შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

უსახელო 1

თეჯისის მენჰირს ვეხუტებოდი,
მცხეთის ციტადელს ბრმადაც ვეტრფოდი,
ალაზნის დიდ ველს ვეუბნებოდი,
სალამს და ამას ვერად ვერ ვთმობდი.

კოლხეთის ველზე მეშალა ფრთები,
სვანეთის კლდეზე ვეძებდი დალებს,
და ჯავახეთის მაღალი ქვები,
აიტაცებდნენ ჩემ მწვანე თვალებს.

გუდანს დავრეკე ბაადურს ზარი,
და აფხაზეთი სწორდება მზეზე,
ჩემი ხმა იგეს ვით ნაპერწკალი,
გმირთა სამარემ დიდგორის ველზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →