ჩანაწერი
Laravel
ჩვენი ძაღლი
ბებიას ჰყავს დიდი ძაღლი,
მგელს ჰგავს, არაბრაზიანს,
სიგრძით ორი ჩემხელა და
ძალიან ლამაზია.
პატარა კი აღარ არის -
მალე მამა გახდება,
თამაში კი ისე უყვარს,
მაქცევს, ზედ რომ მახტება!
რასაც მე ვჭამ - მასაც უნდა,
თოჯინებით ერთობა,
თუ ხელთ იგდო, თმას აწიწკნის,
აბრაზებენ, ეტყობა.
ცდილობს, დაჯდეს, სადაც სადმე
ჩვენი დასაჯდომია.
ძაღლი როა, კი არ იცის -
თავი ბავშვი ჰგონია!
მგელს ჰგავს, არაბრაზიანს,
სიგრძით ორი ჩემხელა და
ძალიან ლამაზია.
პატარა კი აღარ არის -
მალე მამა გახდება,
თამაში კი ისე უყვარს,
მაქცევს, ზედ რომ მახტება!
რასაც მე ვჭამ - მასაც უნდა,
თოჯინებით ერთობა,
თუ ხელთ იგდო, თმას აწიწკნის,
აბრაზებენ, ეტყობა.
ცდილობს, დაჯდეს, სადაც სადმე
ჩვენი დასაჯდომია.
ძაღლი როა, კი არ იცის -
თავი ბავშვი ჰგონია!
Laravel
კომენტარი
0