ჩანაწერი
Laravel
სხეულის მიღმა
მე ამ სხეულის უფუნქციო ნაჭრების
მიღმა
გამოკეტილი, როგორც სარკე ჩარჩოებს შორის
სხვის ანარეკლში საკუთარ თავს დროდადრო ვნიღბავ
სანამ განცდები მოუთოკავს სრულიად მომშლის.
ვპოულობ სევდას, როცა ვრჩები საკუთარ თავთან,
როცა სარკმელებს ეფინება შავი აჩრდილი
და მაშინ, როცა ერთ-ერთი ვარ მლოცველთა მავრთა
უკანასკნელი მეფე ისიც დარდით დაჭრილი.
მე გემბანი ვარ ოკიანის ცენტრისკენ გავლით
და რადგან ზევსიც უმოწყალო დღემდე ვერ მიგებს,
კვლავ მძიმე ტალღის მოკლე-მოკლე მრავალი დარტყმით
საკუთარ სხეულს ყოველ ჯერზე ვუნგრევ ჯებირებს.
⚜️02/04/2019

კომენტარი
0