ჩანაწერი
Laravel
დამებედები
დღეს ბედობაა და რიცხვი ორი
დამებედები და შემიჩნდები,
მაგრამ მანძილით ვაი, რომ შორი
კოსმიურ სივრცეს შევუერთდები,
შევუხორცდები, შევესისხლები
და ეს ფიქრები მომეტებული,
კვლავ მენატრები და მესიზმრები
და კვლავ ვსაზრდოობ აზრებით მორიგ
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე
მე შენთან მყოფი და შენი ტოლი,
შეგეკედლები ბოლო სუსხამდე
და შემოსილი ჭირხლების მოლი
ვერას დამაკლებს, ვერც შემაჩერებს
დღე უიმედო და სიტყვა ცივი
და გავშლი მაშინ ფრთებს და იელვებს
ეს სიამაყე, როგორც არწივი
და გნახავ ვიცი ძვირფასო, როცა
შეგეფეთები გრძნობით დაჭრილი.
დღემდე არ ვიცი მწყევლის თუ, მლოცავს
ემოციები შენში აღძრული.
⚜️02/01/2019
დამებედები და შემიჩნდები,
მაგრამ მანძილით ვაი, რომ შორი
კოსმიურ სივრცეს შევუერთდები,
შევუხორცდები, შევესისხლები
და ეს ფიქრები მომეტებული,
კვლავ მენატრები და მესიზმრები
და კვლავ ვსაზრდოობ აზრებით მორიგ
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე
მე შენთან მყოფი და შენი ტოლი,
შეგეკედლები ბოლო სუსხამდე
და შემოსილი ჭირხლების მოლი
ვერას დამაკლებს, ვერც შემაჩერებს
დღე უიმედო და სიტყვა ცივი
და გავშლი მაშინ ფრთებს და იელვებს
ეს სიამაყე, როგორც არწივი
და გნახავ ვიცი ძვირფასო, როცა
შეგეფეთები გრძნობით დაჭრილი.
დღემდე არ ვიცი მწყევლის თუ, მლოცავს
ემოციები შენში აღძრული.
⚜️02/01/2019
Laravel
კომენტარი
0