ჩანაწერი
Laravel
დილები
შენს სიშორეში ისევ ჩანან ჩუმი დილები
და ველოდები კვლავაც შენს ზარებს,
ზარებს ნამიანს.
ნელი ნაბიჯით მივუყვები ქუჩას მთვარიანს
და გადავლახავ ათას ერთ ღამეს, ღამეს ქარიანს.
ჩუმად ჩავუვლი კედლებს ნაცნობს, ნაცნობ დარდიანს,
დავეძებ აჩრდილს დინჯსა და ობოლს, ჩუმს და ნაღვლიანს;
მუხლზე მჩოქვარე შემოვივლი ქვიან ნაპირებს,
თუ ვერ გიპოვე თავს მივათხოვებ ზღვის ღრმა მანძილებს.

კომენტარი
0