ჩანაწერი
Laravel
მარტოობის მხევალი
ისევ მწარედ ეღიმება მხევალს,
და ჯვარს დასწერს მარტოობის ზეცას;
მთვარის შუქზე გალაღდება სევდა,
ტაშს დაუკრავს სინანულის სენაკს.
სპეტაკ ლოცვად გაიშლება დარდი,
შიშთვილს იბამს ბოროტების ლანდი;
სიკვდილისფრად შეღებილა ბაღი,
კუბოს კვლავაც ეფერება ვარდი.
და ჯვარს დასწერს მარტოობის ზეცას;
მთვარის შუქზე გალაღდება სევდა,
ტაშს დაუკრავს სინანულის სენაკს.
სპეტაკ ლოცვად გაიშლება დარდი,
შიშთვილს იბამს ბოროტების ლანდი;
სიკვდილისფრად შეღებილა ბაღი,
კუბოს კვლავაც ეფერება ვარდი.
Laravel
კომენტარი
0