შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შავი მინდორი

მე სიყვარული მქონდა თვალებში
გულშიც კი მქონდა რაღაც ნაწილი,
ახლა კი ვხედავ როგორ გავეშვი
საფიქრალებში გადავარდნილი

ვხედავ მთვარეში მიმზერს გრანელი
ქვემოთ კი ბრწყინავს გალაქტიონი
მე ბავშობიდან ისე წავედი
არც დავიტოვე ერთი სტრიქონი

ჩემო ბავშვობავ, მე კი მინდოდი
მაგრამ ასეა თურმე ცხოვრება,
და მოგონების შავი მინდორის
პირას, ბავშვობა მომაგონდება...

და ჩამითრიეს ჩემმა გრძნობებმა
მწარე ყოფილა გულთან შეხება
და როცა გავა ხანი, დროება
სიკვდილის განცდა მაინც მექნება

ჩემმა ერთერთმა ფიქრმა მანახა
თუ როგორია სიკვდილის შუქი...
ბავშობას გავდა, რადგან არამაქვს
და ვნატრობ "ნეტავ მომხდარა გუშინ"

ჩემო სიკვდილო, მე კი მინდოდი
მაგრამ ასეა თურმე ცხოვრება,
გხედავ შუაგულს-შავი მინდორის,
რომ არ გინდოდა მოახლოება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →