ჩანაწერი
Laravel
ვერ მიხვდები
გონებას თუ ძინავს მაშინ რატომ ვფხიზლობ
და თუ ფხიზელია მაშინ რატომ ვკვდები
სულ რომ ვიღიმები ვიცი სითბოს იგრძნობ
მაგრამ გულში რაც მაქვს ვერასდროს მიხვდები
უკვე კარგა ხანი ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ
ერთად გავატარეთ უმწარესი წლები
წერას როცა ვიწყებ გულის ცემა მიხმობს
მაგრამ რასაც დავწერ ვიცი ვერ მიხვდები
მარჯვნივ რომ დამიდო უძვირესი ღვინო
და მეორე მხარეს ჩემი ნაწერები
მარცხნივ გავიწევი გულს რომ არ ვაწყინო
ნუთუ ვერა ხვდები.... პოეზიით ვთვრები!
პოეზიით ვცხოვრობ, ავიკიდე კილო
პოეზიით ვიცი ვერ გამოვსწორდები,
მაგრამ პოეზია ჩემთან დედაშვილობს,
რითაც გულნაკლავი დაკმაყოფილდები
ვიცი რომ ვერ იგებ მე რის თქმასაც ვცდილობ
და რომ გაგაგონო... მაგას არც ვეცდები,
მაგრამ მაინც მინდა ერთ დღეს რომ ვიხილო
თუ როგორ ფასდება ეს ჩემი სიტყვები
მაგრამ მე ხომ მაინც მარტო ვარ და ვფრთხილობ
გავაგრძელებ წერას სანამ დავბერდები
ჩემი სიტყვა მინდა მუდამ გავდეს მირონს
მაშ უფალმა ნეტავ დამილოცოს გზები
მხოლოდ მან თუ იცის, ის მე რაზეც ვფიქრობ...
ლექსებს რაც ჩავქსოვე-ჩემი ის ფიქრები,
და რომ ვუკვირდები ასეც უნდა იყოს..
ღმერთი მინდა მხოლოდ, არა ზედმეტები.
და თუ დამილოცავს ქრისტე ყველა სტრიქონს
და თუ პოეზიით ღმერთს განვადიდებდი
მაშ მოწამობა მარტივი უნდა იყოს.....
უფლის სადიდებლად-ლექსებს შევაკვდები!
და თუ ფხიზელია მაშინ რატომ ვკვდები
სულ რომ ვიღიმები ვიცი სითბოს იგრძნობ
მაგრამ გულში რაც მაქვს ვერასდროს მიხვდები
უკვე კარგა ხანი ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ
ერთად გავატარეთ უმწარესი წლები
წერას როცა ვიწყებ გულის ცემა მიხმობს
მაგრამ რასაც დავწერ ვიცი ვერ მიხვდები
მარჯვნივ რომ დამიდო უძვირესი ღვინო
და მეორე მხარეს ჩემი ნაწერები
მარცხნივ გავიწევი გულს რომ არ ვაწყინო
ნუთუ ვერა ხვდები.... პოეზიით ვთვრები!
პოეზიით ვცხოვრობ, ავიკიდე კილო
პოეზიით ვიცი ვერ გამოვსწორდები,
მაგრამ პოეზია ჩემთან დედაშვილობს,
რითაც გულნაკლავი დაკმაყოფილდები
ვიცი რომ ვერ იგებ მე რის თქმასაც ვცდილობ
და რომ გაგაგონო... მაგას არც ვეცდები,
მაგრამ მაინც მინდა ერთ დღეს რომ ვიხილო
თუ როგორ ფასდება ეს ჩემი სიტყვები
მაგრამ მე ხომ მაინც მარტო ვარ და ვფრთხილობ
გავაგრძელებ წერას სანამ დავბერდები
ჩემი სიტყვა მინდა მუდამ გავდეს მირონს
მაშ უფალმა ნეტავ დამილოცოს გზები
მხოლოდ მან თუ იცის, ის მე რაზეც ვფიქრობ...
ლექსებს რაც ჩავქსოვე-ჩემი ის ფიქრები,
და რომ ვუკვირდები ასეც უნდა იყოს..
ღმერთი მინდა მხოლოდ, არა ზედმეტები.
და თუ დამილოცავს ქრისტე ყველა სტრიქონს
და თუ პოეზიით ღმერთს განვადიდებდი
მაშ მოწამობა მარტივი უნდა იყოს.....
უფლის სადიდებლად-ლექსებს შევაკვდები!
Laravel
კომენტარი
0