ჩანაწერი
Laravel
სიო ნიავო
ტვინო გარყვნილო მინდა გაგყინო- აღარ გაცოცხლო
უკვე ხუთივე ძირითად გრძნობას დედა უტირე
გულო გაზრდილო მინდა გატკინო- მერე გაკოცო
პირველ წუთშივე ვიცი რამდენი წყენა უთმინე
სიო ნიავო ცოტა გვიანო-მინდა გაგანდო
რაც მე მაწუხებს ამ შუაღამეს სულში მასუსტებს
ცივო მზიანო და ნაღვლიანო-იდექ კალაპოტს
გრძნობავ პასუხებს ვიცი რომ უკვე ვეღარ მაუწყებ
ყურო მომსმენო ბევრის მომთმენო- გთხოვ დაისვენე
ბევრი გაიგე ბგერის ცეცხლები გულთან წაიღე
ხუფის მომხსნელნო ცუდის მომსწრენო-ყურნო ისევე
როგორც აიღე ლამაზი სიტყვა მასთან დაეგდე
თვალო მხედველო ზარის მრეკველო-დაე იხუჭე
ბევრმა აღწერამ უკვე დაგშალა დაგანაწევრა
მრგვალო მკრეხელო სიძვის მჭედველო-გულში იუნჯებ
მითხარ ამხელა ამბიციებად რამ გაგახელა
ბაგევ საძაგელ აგერ ამ ამბებს-რად ემალები
შე მატყუარავ მერე დაგიჭერ ახლა თუ არა
მზადებ განაგებ იგავ არაკებს- სათქმელს ალესილს
სატყუარაა როცა ბაგეებს წამოუარა
ფიქრო შეშლილო ვცდილობ შეგიცნო-მაგრამ ამაოდ
ვიცი გიჟი ხარ სულის წილიხარ დგეხარ ირიბად
ვითომ კეთილო ვირობ ვერ იყოფ-ამბავს საამოდ
რისი გმირიხარ აზრობრივი თან თეთრი ჭირიხარ
ხელო მთესველო ბნელო მლესველო-ცუდთა საქმეთა
ნუ კადნიერობ ზედმეტს ნუ ბედავ ვერ ბედნიერო
მდელო თან სველო ამბავო ძველო-ხორცო სათქმელთა
არ მადლიერო რატომ ცოდვილობ-ვითომ ძლიერო
და ჩემო თავო არ შემაკავო-ვიცი რას ვშვები
მოვალ დაგიჭერ,მოგკლავ დანით მე და არ გაგიშვებ
ჰოდა მაშ წამო უნდა გაწამო-გითხრა ამბები
ჩემ თავს გაფიცებ რატომ არიდებ თავს ამ დანისწვერს?
და რომ იციდე როგორ ვიბრძოლე-შენ რომ გეცოცხლა
მეტყოდი აქვე მადლობას სავსე მელოდიაზე
ჩემი სიცოცხლე არ მოინდომე-და ეს გეტყობა
მესროდი ასჯერ, თუკი მიასწრებ მაგ შენს ტყვიაზე
მე კი გითმინე.. მე კი გითმინე!-თანაც რამდენი!
და უკვე მძულხარ! გინდ დარჩი უკან! ჭირშიც წასულხარ!
ვენა ვიტკინე! სისხლიც ვიდინე!-ახლად დავეცი
მე მკვდარი მსურხარ! უფსკრულს ჩასულხარ, მე მკვდარი მსურხარ...
მე მინდა მოკვდე! ამ საღამომდე-ვერ მიაღწიო
უტალღო ზღვაო მითხარ რა მოხდა უმწეო კრავო
რადგან მხოლოდ მე მინდა ბოლომდე-ჩემი გავწიო
უხელო ნავო დროა რომ მოგკლა შენ ჩემო თავო.

კომენტარი
0