ჩანაწერი
Laravel
ნის
იცი, ნი,
წინა ცხოვრებაში ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
მე მეომარი ვიყავი.
შენ ტანიტის ქურუმი ასული.
(ნუ იცინი, ნი)
გახსოვს?
როგორ აწვალებდი სადაფის ღილებს
ჩემს მოლოდინში.
მე არ მოვედი...
შენის საყურის გასერილი მარგალიტის
სურნელით მთვრალი,
მამაშენმა, ჩემმა სარდალმა, ბრძოლაში მომკლა.
აკრძალულია
წვივებს შორის გაწყვეტა ჯაჭვის.
გაიგე, ნი?!
მერე მე ვეგდე ბრძოლის ველზე, ზურგში დაჭრილი
და თქრიალით მომდიოდა შენი სახელი,
გესმის?
renuari
July 14, 2009
წინა ცხოვრებაში ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
მე მეომარი ვიყავი.
შენ ტანიტის ქურუმი ასული.
(ნუ იცინი, ნი)
გახსოვს?
როგორ აწვალებდი სადაფის ღილებს
ჩემს მოლოდინში.
მე არ მოვედი...
შენის საყურის გასერილი მარგალიტის
სურნელით მთვრალი,
მამაშენმა, ჩემმა სარდალმა, ბრძოლაში მომკლა.
აკრძალულია
წვივებს შორის გაწყვეტა ჯაჭვის.
გაიგე, ნი?!
მერე მე ვეგდე ბრძოლის ველზე, ზურგში დაჭრილი
და თქრიალით მომდიოდა შენი სახელი,
გესმის?
renuari
July 14, 2009
Laravel
კომენტარი
0