შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვერგანშორება

აპრილი 1 წლის წინ
მე რომ გითხრა რასაც ვფიქრობ,
ჩემზე ფიქრი აგერევა.
დაკაწრავ და გულს დაიხოკ,
ტკივილი მეც არ ამცდება.

მაგრამ, ვაი, რომ ნელდება
ჩემი გრძნობა - ერთ დროს, ლავა.
მაგმად გარდაიქმნებოდეს,
გავივლიდი მაინც მყარად.

მაგრამ, ვაი, ვერც მყარად დგას
ფეხი - შენგან მიმავალი.
“მიგიგავდა ტანი ისარს
მეც მშვილდივით აგეკარი.”








18 ნოემბერი, 2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →