ჩანაწერი
Laravel
ნეტავ რა მუხა ხარ
ნეტავ რა მუხა ხარ და რა ფესვ გამდგარი,
რომ ვერა გალპობს წყალი შემდგარი უცხო მავანნი,
დიდი ტოტებით, მთად აღმართი ქრისტეს სავალი,
ჭოტი და ყვავი, უსასრულოდ ბევრი მტარვალი.
შენი ღალატი, ორგულობა ჯვარცმის სადარი,
არწივზე მეტი შენს ტოტებზე სვავი, ლაჩარი.
და უფოთვლელი, შემოდგომით თითქოს გამმხმარი,
გაზაფხულობით მტრის ჯინაზე კვირტნი დამსკდარნი.
ნეტავ რა მუხა ხარ და რა ფესვ გამდგარი,
ტოტებ გაშლილი დგახარ ამაყი,
ქვეყნად არავინ, მსგავსი არავინ,
არსად არარი.

კომენტარი
0