შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მოხუცს

APOLONI 1 წლის წინ
შენს საფლავს ვლოცავ მოხუცო,
ჩემო გამზრდელო ბებია.
სულ მინდა შვილებს მოვუთხრო,
მაგრამ კაცი ვარ, მრცხვენია.

იცოდე შენი ზრდილი ვარ,
შენი დამჭკნარი ხელების.
მეც სიბერისკენ მივდივარ,
დავიწყე დათვლა დღეების.

შენს სულსაც ვლოცავ ბებია,
იცოდე ყველგან მახსოვდი.
ზოგჯერ ბურუსი მეხვია,
შენს ერთსა ამბორს ვნატრობდი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →