შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მოწყურებული ..

მოწყურებული და სიცხისგან სუნთქვაშეკრული
ხრიოკ მიწაზე მივდიოდი ერთი პეშვი წყალის
მძებნელი,იმედნეული.
ბოლოს გამოჩნდა თვალუწვდენელი ცისფერი სივრცე
ნელა მერწევი.
აცახცახებულ ხელის ტავროზე მოვიქციე და
დავეწაფე.
ტანსაცმლიანად გადავეშვი,გავნებიერდი.
–რას აკეთებ,უგონო სულო!–
გაოცებული ხმა შემომესმა.
ნაპირისაკენ მოვიხედე,არავინ ჩანდა.
–მარადიული წყურვილების ზღვა არის ეს ზღვა!
ისევ მომესმა ხმა უჩინარის.
დღის მიწურვამდე დავეძებდი იდუმალმეტყველს
და მოვუხმობდი.
მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი.
და იმ დღიდან უხილავთან საუბარი
წყურვილად მექცა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →