შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ატომური ბომბის პირველი გამოცდა წყლისქვეშ

ცუდად ეძინათ წუხელ თევზებს ოკეანეში,
ცუდად ეძინათ, გრძნობდნენ რაღაც წარმოუდგენელ
სიზანტესა და გაურკვეველ მოთენთილობას.

ეს იყო გუშინ; ჩამოვარდა დიდი მნათობი,
მოულოდნელად ჩამოვარდა და დაიშალა
ფოსფოროვანი ციალით და დადნა სხივებად.

დაბრმავდა თევზი უამრავი, დიდი და მცირე,
ბევრი, ძალიან ბევრი სულაც არა ჩანს გაქრა...
თვალახელილნიც ბლომად დარჩა,მაგრამ ყველანი -

გრძნობენ რაღაცას ავბედითს და ჩუმად უვლიან
ერთმანეთს ირგვლივ, სიხალისე გამქრალა მათი.
ჩუმად არიან თევზები და დარდობენ ჩუმად...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →