შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

კონსტელაციის კონსტანტა

აპეირონ 8 თვის წინ
შენი ტუჩები ისე ტკბილია...

მირიად ღამეს
ანათებდა ცის სხივი ზანტად,
მე კი ვცდილობდი,
შენი სახე
ზედ დამელანდა.

კონსტელაციებს
გავუშტერე
თვალები ჩემი,
ვაგლახ,
წარსული
მოვიგონე
უბირი ქშენით.

ფიქრებში
უხვად
ჩამეღვარა გრძნობათა სენი,
ვწუხ,
ვერ შევძელი
უშენობა
შემევსო
შენით.

მთლად
გაყინულა ჩემი გული
მას შემდეგ,
რადგან
ვცდილობ
გადავდგა წინ ნაბიჯი,
მაგრამ
ვერ ვადგამ.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →