ჩანაწერი
Laravel
ქარგი მარგე, მომღიმარე
ზოგჯერ, ღამით არ გაძინებს
ტკივილი და სევდა,
და იხსენებ, რომ ეს ორი
სულ, მუდამ თან გდევდა.
ზოგჯერ ნატრობ - იქნებ გეხსნას
უმათობის კარი,
რომ შენც, როგორც მოკვდავთაგანს,
გინდა ძილი წყნარი.
ზოგჯერ შენში იბადება
დიდი რამ გამოცდა,
სად კითხვაა - რისთვის წვალობ,
რისთვისღა ღირს მოცდა.
და შენ ხვდები - ტკივილია არსებობის კვალი;
და ვერ ფარავს მას ვერაფრით სიხარულის კვამლი;
რომ მის გარდა არავინ და არაფერი მოვა;
რომ ზაფხულშიც არ შეწყდება ავდარი და თოვა.
და შენ ხვდები - სევდა არის არსებობის არსი;
და მის გარდა ყოველივე არის უღვთო ფარსი;
რომ იგია შენი თბილი, კარგი მეგო-ბარ(გ)ი;
რომ არასდროს არ შეწყდება ქარი მომღიმარ(გ)ი.
28 ივლისი, 2024

· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0