შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვმადლობ მამას

აპეირონ 8 თვის წინ
შენია სიტყვები:

დიდხანს ველოდე დაბადებას აპეირონის;
არ მოუჩანდა ზამთარს ბოლო,
მსგავსი დიდრონის
ყვავილობა მაშინ იწყება,
როცა ცის ველზე ქარებისგან აწმყო იცვლება.

გამოანათა მარადისის თანაზიარმა,
ისე დავიბენ, ძლივს ამკრიფა ჩრდილო-ციალმა,
მსგავსი ნათების არ ვყოფილვარ აქამდე მოწმე,
გახლეჩილიყო ცა და მიწა - ვყუჩობდი როს მე.

ნეტარებისა მოგახსენოთ არ-ვიცი-რა მე,
თითქო ის ღამე
ყოფილიყო მხსნელი - ვიწამე.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →