შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თოვლი

თოვლი მოვიდა..
-ხომ გინდოდა ამასწინ თოვლი.
თეთრი სიმშვიდე,
გადაქცევა უდაბნოდ ყოვლის.
ყველგან,სახლებს და
სახურავებს ეცვლებათ ფერი
და ხმაშეცვლილი
ეს სამყარო სხვა ხმაზე მღერის.
ბედნიერება სიზმარივით
მოიცავს ქალაქს,
რომელსაც სძინავს
და თავის თავს ბურანში მალავს.
თითქოს ქვეყანა
ნირშეცვლილი ბრუნდება ციდან,
რომ დაგვანახოს
უსაზღვრო და სულ ერთი ციდა.
თოვლი მოვიდა..
ხომ გინდოდა ამასწინ თოვლი.
თეთრი სიმშვიდე,
გადაქცევა უდაბნოდ ყოვლის.

2017წ.


ეძღვნება მარგოს და სამყაროს,რომელსაც
არ სურს სიმშვიდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →