შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ერი,გვარი,ჯილაგი

ერი,გვარი,ჯილაგი
მხრებზე გადავილაგე.
არ მჭირდება მომვლელი
სახლს არავინ მილაგებს.
მე მთებიდან მოვედი,
შორი,შავი მთებიდან.
დილა გადის ყოველი
ისე,როგორც მე მინდა.
შენ იესომ შეგინდო
ზღვა კერპების ნაღველი,
სულში ალი შეგინთო
და უშორესს გახველი.
გაწვალებდა გიენა,
ბნელ ჭალების აფთარი.
შეგრჩენია კი ენა?
როგორ გასძელ ზამთარი.
აღარ ვიცი რა მინდა,
ვრცელო ცაო დამინდე,
ჩემი გული გაფრინდა,
პური ქვაზე დამიდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →