ჩანაწერი
Laravel
ძილარეულ ამ ქუჩებს
ძილარეულ ამ ქუჩებს
როცა ღმერთი აჩუქებს
განთიადს და იმედი
სხვენშიც შემოანათებს,
მე ჩემს სიზმრებს ვაქუჩებ
გულსუკან ვალაგებ,
როგორც უშინაარსო,
ცარიელ ამანათებს.
ჰაერს ყეფით იკლებენ
ქარიანი დღეები.
ყველგან სილამაზეა
და ამავდროს სისხლია
და ყველაფრის მნახველნი
უხმოდ დგანან ხეები,
არ უწყიან მათ ირგვლივ
ჰაერში რომ ისვრიან.
ყველაფერი მთავრდება
უხმოდ,უშინაარსოდ.
რაც ბოლოჯერ გაიგე
ავტომატის ჯერია.
გაიგე რომ ცხოვრება
არყოფნასთან ბაასობს
და ბაგეთა ჰაერი
იღბალს არ უჭერია.
როცა ღმერთი აჩუქებს
განთიადს და იმედი
სხვენშიც შემოანათებს,
მე ჩემს სიზმრებს ვაქუჩებ
გულსუკან ვალაგებ,
როგორც უშინაარსო,
ცარიელ ამანათებს.
ჰაერს ყეფით იკლებენ
ქარიანი დღეები.
ყველგან სილამაზეა
და ამავდროს სისხლია
და ყველაფრის მნახველნი
უხმოდ დგანან ხეები,
არ უწყიან მათ ირგვლივ
ჰაერში რომ ისვრიან.
ყველაფერი მთავრდება
უხმოდ,უშინაარსოდ.
რაც ბოლოჯერ გაიგე
ავტომატის ჯერია.
გაიგე რომ ცხოვრება
არყოფნასთან ბაასობს
და ბაგეთა ჰაერი
იღბალს არ უჭერია.
Laravel
კომენტარი
0