ჩანაწერი
Laravel
მინიატურები
***
ცხელა...
პეპელა
გაეკიდა გაქცეულ წყაროს.
სამი დღე სდია.
******
ქერუბიმნო გვედრით
დამსვით
ღმერთის გვერდით.
******
ჩვენ დედამიწის ყვავილნი ვართ
მფეთქავნი მზის ქვეშ.
******
რია-რია!ჰაერია
მე კი ვყლაპავ რკინას
და ტყუილში და მართალში
ძვლები გამეყინა.
*****
ევა შენი თმათა რხევა
ვინძლო!
დაუნჯდა და მზემ ხმელეთი ირძლო.
******
არ ელოდა ქრისტესგან
ცას და სამოთხეებს,
ჰოდა ადგა იუდა
და
შეერია ხეებს.
*****
გადასცდა ზამთარს ქარიანი,
ცივი დღეები.
შენ გული ჩემი.
*******
ტალღა ტალღას ანაცვლებს,
ბგერა ბგერას,წამი წამს.
როცა მარტო დარჩები
ვეღარავინ დაგიცავს.
*******
აყეფდა ძაღლი,
გადიფარა ამ ცამ საბანი.
ხმაურობს ქუჩა
და ოთახი და პირსაბანი.
*****
წავიდა,
ცხოვრება გადაჰყვა ფოთლებს.
აქ მარტო ომია და გმინვა ახლა
და მაღლა
და მაღლა,
მაღლა და მაღლა
მიფრინავს ეგ შენი ნეტარი სული.
******
დამასკდით აექ!
არ მივიღებ არაფერს მკმარადს.
,,მე იგივე ვარ,იგივე ვარ
მარად და მარად".
*****
ცხოვრება ღირსი არცარი,
რომ გამააბა ბაწარი.
*****
ცრემლი ჩემი ღვარული
ამ ოთახის ფერია.
ვფიქრობ ჩემი განცდები
მზისქვეშ ყოფნის მტვერია.
******
ცხელა...
პეპელა
გაეკიდა გაქცეულ წყაროს.
სამი დღე სდია.
******
ქერუბიმნო გვედრით
დამსვით
ღმერთის გვერდით.
******
ჩვენ დედამიწის ყვავილნი ვართ
მფეთქავნი მზის ქვეშ.
******
რია-რია!ჰაერია
მე კი ვყლაპავ რკინას
და ტყუილში და მართალში
ძვლები გამეყინა.
*****
ევა შენი თმათა რხევა
ვინძლო!
დაუნჯდა და მზემ ხმელეთი ირძლო.
******
არ ელოდა ქრისტესგან
ცას და სამოთხეებს,
ჰოდა ადგა იუდა
და
შეერია ხეებს.
*****
გადასცდა ზამთარს ქარიანი,
ცივი დღეები.
შენ გული ჩემი.
*******
ტალღა ტალღას ანაცვლებს,
ბგერა ბგერას,წამი წამს.
როცა მარტო დარჩები
ვეღარავინ დაგიცავს.
*******
აყეფდა ძაღლი,
გადიფარა ამ ცამ საბანი.
ხმაურობს ქუჩა
და ოთახი და პირსაბანი.
*****
წავიდა,
ცხოვრება გადაჰყვა ფოთლებს.
აქ მარტო ომია და გმინვა ახლა
და მაღლა
და მაღლა,
მაღლა და მაღლა
მიფრინავს ეგ შენი ნეტარი სული.
******
დამასკდით აექ!
არ მივიღებ არაფერს მკმარადს.
,,მე იგივე ვარ,იგივე ვარ
მარად და მარად".
*****
ცხოვრება ღირსი არცარი,
რომ გამააბა ბაწარი.
*****
ცრემლი ჩემი ღვარული
ამ ოთახის ფერია.
ვფიქრობ ჩემი განცდები
მზისქვეშ ყოფნის მტვერია.
******
Laravel
კომენტარი
0