შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ედემი

ადამის შვილო არ დადგა
არდადეგები შენი?
არ ჩაქრა შენთვის მზის გული
გზებზე სიცოცხლის მფენი?
გადაიყოლა ღრუბელმა
შენი გვემული სული.
იდგა უკუნი და ქვებზე
დრო იწვა გაყურსული.
ედავებოდა ადამი
და არ უსმენდა ევა.
იყო სისინი მცივანი
და ბუჩქნარების რხევა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →