ჩანაწერი
Laravel
უკრაინის ომი
ეძღვნება ნიკა შანავას(სენსეი)რომელიც 21 წლის ასაკში შეეწირა ომს.
მოლოდინის ტალღა სერავს
ამ ბეტონის ტყეებს.
გული ვეღარ გაიხსენებს
იმ საამო დღეებს.
როკვით ასდის ვრცელი ნისლი
გადაპენტილ ტრამალს.
ავტომატის მჭიდში ტენი
ბოღმას გადანამალს
და გადიან დღენი,როგორც
საზვერეებს მკვდრები.
სიკვდილს უკვე მიეჩვიე,
ბედს არ ეურჩები.
მოლოდინის ტალღა სერავს
ამ ბეტონის ტყეებს,
ძმაო,ვეღარ გაიხსენებ
იმ საამო დღეებს.
მოლოდინის ტალღა სერავს
ამ ბეტონის ტყეებს.
გული ვეღარ გაიხსენებს
იმ საამო დღეებს.
როკვით ასდის ვრცელი ნისლი
გადაპენტილ ტრამალს.
ავტომატის მჭიდში ტენი
ბოღმას გადანამალს
და გადიან დღენი,როგორც
საზვერეებს მკვდრები.
სიკვდილს უკვე მიეჩვიე,
ბედს არ ეურჩები.
მოლოდინის ტალღა სერავს
ამ ბეტონის ტყეებს,
ძმაო,ვეღარ გაიხსენებ
იმ საამო დღეებს.
Laravel
კომენტარი
0